13.12.2024 | 05:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
არჩილ თალაკვაძე: "რადიკალური ოპოზიცია, ვინც მაღალი ალბათობით იდგა აქციების უკანა რიგში, ამოეფარა ახალგაზრდებს - გამოძიებამ უნდა დაადგინოს, სინამდვილეში ვინ იყვნენ ამ ძალადობების წამხალისებლები"

რადიკალური ოპოზიცია, ვინც სინამდვილეში, მაღალი ალბათობით იდგა აქციების უკანა რიგში, ამოეფარნენ ახალგაზრდებს - გასარკვევია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, სინამდვილეში ვინ იყვნენ ამ ძალადობების წამხალისებლები,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ახალგაზრდები გამოიყენა. მისი თქმით, უნდა გაირკვეს, ვინ წაახალისა ის, რაც პარლამენტთან ხდებოდა და მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

"რადიკალური ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული მედია ცდილობს დააჯეროს საზოგადოება, რომ ადამიანებზე ბენზინის გადასხმა, ცეცხლის მოკიდება, მოქალაქეების გადასახადებით ნაყიდი ავტომობილების დაწვა, პარლამენტში ხანძრის გაჩენა შეიძლება გამართლებული იყოს რომელიმე ადამიანის ბიოგრაფიაზე, გარეგნობაზე მსჯელობით, აბსოლუტურად დამაზიანებელ, დემოკრატიისთვის, თავისუფალი საზოგადოებისთვის მიუღებელ ჭრილში გადააქვთ ეს საკითხი. სინამდვილეში კანონი არ იცნობს ასეთ ცნებებს, რომ ვინმე, იმის მიხედვით, თუ რა მუსიკას უსმენს, რა გემოვნება აქვს, ვინ არიან მისი მეგობრები, ამის მიხედვით გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან ან მიეცეს პასუხისმგებლობაში. ეს არის წარმოუდგენელი, მახინჯი გაგება კანონის. რეალურად რადიკალური ოპოზიცია, ვინც სინამდვილეში, მაღალი ალბათობით იდგა აქციების უკანა რიგში, ამოეფარნენ ახალგაზრდებს, გამოიყენეს ახალგაზრდები თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, ცდილობდნენ მათ გამოყენებას, შემდეგ დაიმალნენ და როცა პროტესტმა კულმინაციას მიაღწია, რადიკალური ოპოზიციის არც ერთი ლიდერი იქ არ იდგა, მათ პრაქტიკულად დატოვეს ეს ახალგაზრდები და გამოსაკვლევია, გასარკვევია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს სინამდვილეში ვინ იყვნენ ამ ძალადობების წამხალისებლები, არა მხოლოდ ისინი ვინც ჩაიდინეს, არამედ ისინიც უნდა გამოჩნდნენ და მათაც უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვინც ეს ყველაფერი წაახალისა", - განაცხადა თალაკვაძემ.

დღის გადაცემები