13.12.2024 | 02:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ერდოღანი: "ამ ეტაპზე, ნანგრევებში მოყოლილი 8 000 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა"

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ამ დრომდე, ნანგრევებიდან 8 000 გადარჩენილის გამოყვანა მოხერხდა. 

რაც შეეხება დაღუპულებს, როგორც aljazeera წერს, თურქეთსა და სირიაში დამანგრეველ მიწისძვრას 37 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 31 974 თურქეთშია გარდაცვლილი, 5 800-ზე მეტი კი სირიაში. 

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.

დღის გადაცემები