25.04.2024 | 04:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მაშველებმა სტიქიიდან 76 საათში, ნანგრევებში გადარჩენილი 3 ადამიანი იპოვეს

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ადგილობრივი გამოცემა sozcu.com-ის ცნობით, მაშველებმა დანგრეული 14-სართულიანი კორპუსიდან სამი ადამიანი ამოიყვანეს. სტიქიას გადარჩენილებს ნანგრევებში 76 გატარება მოუხდათ. 

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.

დღის გადაცემები