18.04.2024 | 07:07
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 17 000-ს გადააჭარბა

თურქეთში ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14 014-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 63 000-ს აჭარბებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრისგან დაზარალებულ გაზიანთეფის პროვინციაში ვიზიტისას განაცხადა.

მისივე თქმით, დანგრეულია 6 400-ზე მეტი შენობა და მთავრობა რეგიონში, მომავალი 1 წლის განმავლობაში ახალი, 3 და 4 სართულიანი შენობების აშენებას გეგმავს.

რაც შეეხება სირიას, ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 3 162 ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული. არსებული ინფორმაციით, მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1 262 ადამიანი, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე კი 1 900 ადამიანი დაიღუპა, რაც ნიშნავს, რომ თურქეთსა და სირიაში, მიწისძვრას, მინიმუმ 17 176 მოქალაქე ემსხვერპლა.

დღის გადაცემები