25.04.2024 | 21:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები საქართველოდან დღეს გაიგზავნება

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები დღეს გაიგზავნება.

საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის "გურთიადის" თავმჯდომარის ოსმან თურანის განცხადებით, ქართველმა მოსახლეობამ უპრეცედენტო სოლიდარობა გამოხატა.

"დღეს მეხუთე დღეა, რაც თურქეთში უბედურება დატრიალდა. სიტუაცია ჯერ კიდევ არის იმაზე მძიმე, ვიდრე ჩვენ მასმედიის საშუალებით ვხედავთ. ამ დღეების განმავლობაში უამინდობა ართულებდა სამაშველო სამუშაოებს. "გურთიადმა" საელჩოსთან კოორდინაციით, ორგანიზება გავუკეთეთ საჭირო ნივთებს, სია გავაკეთეთ და ასევე, გავხსენით ანგარიშები. უპრეცედენტო სოლიდარობა გამოხატა ქართველმა მოსახლეობამ. რეგიონებიდან იყო უპრეცედენტო ჩართულობა. იმ სიაში, რაც ჩვენ დავადგინეთ, აქცენტი გაკეთებული იყო ზამთრის ტანსაცმელზე, გასათბობ საშუალებებზე, პირველადი მოხმარების საშუალებებზე და ბავშვთა კვება. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ შეგროვილი პროდუქტის და ნივთების თურქეთში წასაღებად 4 ტრაილერი საკმარისი იქნებოდა, თუმცა არ გვყოფნის. დღეს სრულად დაიტვირთება ტრაილერები და ტვირთი დღესვე გავა თურქეთისკენ. ასევე, ანგარიშებზე ბოლო მონაცემებით, ჩაირიცხა 200 ათას ლარამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთ-საქართველოს შორის არის დიდი სოლიდარობა, მეგობრობა, კეთილმეზობლობა. დიდი მადლობა ქართულ მოსახლეობას", - განაცხადა ოსმან თურანმა.

დღის გადაცემები