25.04.2024 | 23:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჩავუშოღლუ: "სირიაში ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად, თურქეთი დამატებით ორი სასაზღვრო გასასვლელის გახსნას გეგმავს"

თურქეთი სირიასთან დამატებით ორი სასაზღვრო გასასვლელის გახსნას გეგმავს, რომ სტიქიით დაზარალებულ მეზობელ ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა შესაძლებელი გახდეს, -  ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის მოქმედ სასაზღვრო პუნქტებამდე მისასვლელი გზა მიწისძვრის შედეგადაა დაზიანებული და სირიაში ტვირთის ჩატანა რთულდება. 

ცნობისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9 057-მდე გაიზარდა

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.

 ჯამში თურქეთში მიწისძვრას საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა. 

დღის გადაცემები