23.04.2024 | 19:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ცნობილი თურქი გეოლოგი: "მსგავს მიწისძვრებს სტამბოლშიც უნდა ველოდოთ, ამის ალბათობა 70%-ია"

ცნობილი თურქი გეოლოგი, პროფესორი ჯელალ შენგორი აცხადებს, რომ თურქეთის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი მიწისძვრების განმეორების ალბათობა ქვეყნის სხვა ნაწილებშიც არსებობს. 

მისივე თქმით, დიდი მიწისძვრა შესაძლოა, სტამბოლშიც მოხდეს. 

"თურქეთში ბოლო ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოფიციალურად 18 ათასი იყო და ეს მაჩვენებელი ახლა 30 ათასს უახლოვდება. რა გააკეთა ერდოღანმა თავისი ქვეყნის მოსამზადებლად ასეთი დიდი მიწისძვრებისთვის? არაფერი! მიუხედავად იმისა, რომ ის იყო პრემიერ-მინისტრი 2003-2014 წლებში, შემდეგ კი პრეზიდენტი.

ერდოღანმა შემოიღო კანონები, რათა შენობები მიწისძვრისადმი მდგრადი ყოფილიყო., მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს კანონები ამოქმედდა, ის მათ ზედამხედველობას არ ახორციელებდა.

6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდაა. სამწუხაროდ, ამ მაგნიტუდის მიწისძვრას სტამბოლშიც უნდა ველოდოთ. შემდეგი 30 წლის განმავლობაში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ალბათობა 70%-ია.

ასეთი მიწისძვრის შედეგები საშინელი იქნება! ვშიშობ, რომ 50 000-იდან 100 000-მდე ადამიანი დაიღუპება. სტამბოლში შენობების 60% უკანონოდ არის აშენებული და დაახლოებით 8 000 შენობა შესაძლოა, მთლიანად დაინგრეს.

სახელმწიფომ უნდა გახადოს სავალდებულო, რომ ახალი სახლები იყოს მიწისძვრაგამძლე. თუ დღეს სტამბოლის გულში ცხოვრობთ, გირჩევთ, რომ გადახვიდეთ", - განაცხადა შენგორმა. 

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.

ჯამში თურქეთში მიწისძვრას საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა. 

დღის გადაცემები