26.04.2024 | 18:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ 6 210-ზე მეტი ბიძგი დაფიქსირდა

თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ 6 210-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, - ინფორმაცია თურქული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მიწისძვრას 6 210-ზე მეტი ბიძგი მოჰყვა", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, სტიქიის ზონაში 216 166 კარავი დაიდგა, რომელთა მიწოდება თურქეთის შესაბამისმა უწყებებმა, ასევე უცხო ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უზრუნველყვეს.

შეგახსენებთ, თურქეთში სამაშველო ჯგუფებმა სამუშაოები ორი ყველაზე დაზარალებული პროვინციის, ქაჰრამანმარაშისა და ჰათაის გარდა ყველგან შეწყვიტეს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დამანგრეველ მიწისძვრას 41 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის გადაცემები