19.04.2024 | 20:11
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ელჩი: "საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია"

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა.

გიორგი ჯანჯღავა სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას დაუკავშირდნენ და მათი ადგილსამყოფლისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

„ჩვენს მოქალაქეებთან შეძლებისდაგვარად კავშირი გვაქვს. ყველა დაკარგული, ვისზეც ინფორმაცია გვქონდა, რომ დაკარგულია, ვიპოვეთ. მათ შორის, ჩვენს ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ. იმ ზონაში შეღწევა ძალიან რთულია, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რამენაირად მოგვაწვდინონ ხმა, სად არიან, როგორ არიან,“ - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

ცნობისთვის, თურქეთში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2921 ადამიანი დაიღუპა და 15 834 დაშავდა. თურქეთის ქალაქ გაზიანთეფთან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ დილით მოხდა, რომელსაც რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამჟამადაც გრძელდება.

დღის გადაცემები