13.12.2024 | 02:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თამთა მეგრელიშვილი: "ომის "საჭიროება" ჯერ რომ ისევ დღის წესრიგშია, ამის დასტური რეჯეფ თაიფ ერდოღანის განაცხადებაა"

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, "ბოლო ორი წელი ჩვენი ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა".

როგორც მეგრელიშვილი წერს, ომის "საჭიროება" დასავლეთიდან ჯერ ისევ დღის წესრიგშია, რის დასტურადაც თურქეთის პრეზიდენტის და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებები მოჰყავს, რომლის თქმითაც "არიან გარკვეული გლობალური ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან სამხედრო კონფლიქტების გახანგრძლივებით".

"მათ ვისაც საქილიკოდ არ გყოფნით ქართულ სახელმწიფოში დიდი ძალისხმევით მოპოვებული მშვიდობა, გაიაზრეთ, რომ ნაძალადევი ომის "საჭიროება" დასავლეთიდან ჯერ ისევ დღის წესრიგშია.

ამის დასტურია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განაცხადება – "ბოლო ორი წელი ჩვენი ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა".

იგივე გამოწვევის წინაშეა საქართველო რასაც ირაკლი კობახიძის სიტყვებიც მოწმობს -"არიან გარკვეული ძალები, გლობალური ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან სამხედრო კონფლიქტების გახანგრძლივებით. მე შემიძლია, ვისაუბრო ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყანა იყო კონკრეტული რისკების წინაშე და დღემდე არის".

გონიერი პოლიტიკოსებისთვის და პატრიოტი ადამიანებისათვის ყველაფერი ნათელია. ლიდერთა მიერ გამოჩენილი სიფრთხილე ერთადერთი სწორი გამოსავალია.

ფაქტია, არჩევანს, გინდოდეს მშვიდობა თავისი პოლიტიკური ფასი აქვს – უნდა გაუძლო ქუჩის პოლიტიკანებსა და არაჯანსაღ ქართულ მტრულ ოპოზიციას- რომელსაც პოლიტიკურ დღის წესრიგში ომის დაწყება წითლად მონიშნულ ნომერ პირველ დავალებად აქვთ.
მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანას!"- წერს თამთა მეგრელიშვილი "ფეისბუკზე”.

დღის გადაცემები