27.04.2024 | 04:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთის საგარეო უწყება: "კოლექტიური დასავლეთი" თბილისს რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებს - ასეთი საშიში განცხადებები საჭიროებს ოპერატიულ რეაგირებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მხრიდან"

ჟენევაში გამართულ საერთაშორისო მოლაპარაკებების 57-ე რაუნდზე რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიების პოლიტიზების თავიდან აცილება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, 4-5 აპრილს გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელზეც რუსულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ გალუზინი წარმოადგენდა, ხაზი გაესვა "კოლექტიური დასავლეთის" მცდელობებს, კონფრონტაცია უკრაინიდან სამხრეთ კავკასიაში გადაიტანონ.

"აქცენტი გაკეთდა "კოლექტიური დასავლეთის" უწყვეტ მცდელობებზე, კონფრონტაციის ლოგიკა უკრაინიდან სამხრეთ კავკასიაში გადაიტანონ, რაც გამოიხატება თბილისის მიმართ პროვოკაციულ მოწოდებებში, გახსნან "მეორე ფრონტი" რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ასეთი საშიში განცხადებები საჭიროებს ოპერატიულ რეაგირებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და მათ მიერ წარმოდგენილი ორგანიზაციების მხრიდან", – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ "რუსული და მისი აფხაზი და სამხრეთ ოსი მოკავშირეების შეფასებით", რეალური წვლილი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევაში შეიძლება იყოს საქართველოს მიერ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ასევე ე.წ. "ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსეთის საზღვრების" დელიმიტაციისა და დემარკაციის დაწყება.

"ამ ამოცანების პრაქტიკული განხორციელება ჟენევის მოლაპარაკებებზე მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის მთავარ პრიორიტეტად რჩება", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის გადაცემები