25.04.2024 | 01:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
იაგო ხვიჩია "ნაციონალურ მოძრაობაზე": "თომას მანის "ბუდენბროკები" თუ გაქვთ წაკითხული, ერთი გვარის გადაშენების ისტორია რომ არის, ჩვენ ახლა ვუყურებთ ერთი პარტიის გადაშენების ისტორიას, რომელიც არ დამთავრდა"

თომას მანის "ბუდენბროკები" თუ გაქვთ წაკითხული, ერთი გვარის გადაშენების ისტორია რომ არის, ჩვენ ახლა ვუყურებთ ერთი პარტიის გადაშენების ისტორიას, რომელიც არ დამთავრდა, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც მან "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე ბოლოდროინდელი პროცესები შეაფასა.

ხვიჩიას შეფასებით, 2012 წლის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" "გადაშენების ისტორია 10-წლიანი პროცედურაა, რომელიც არ დამთავრდა".

"წვალებ-წვალებით მივდივართ პოლიტიკური სპექტრის გათავისუფლებისკენ. იმისთვის, რომ ის გათავისუფლდეს, ერთ-ერთი მხარე უნდა გამოეცალოს ამ ბიპოლარულ გარემოს - ან "ნაცი", ან "ქოცი" და უფრო მარტივი ახლანდელი სიტუაციიდან არის, რომ "ნაცები" გამოეცალონ. რა მოჰყვება შედეგად ამას და რა ქარტეხილების გადავლა მოგვიწევს არ ვიცი, მაგრამ იმაზე უარესი არ იქნება, რაც არსებობს ახლა - ეს დაჭაობებული სპექტრი, რომელიც ახლა არის.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ერთადერთი, რაც ყველას აკავშირებდა, იყო მიშა. "ნაცმოძრაობას" ბოლო 10 წელია არანაირი იდეა არ ჰქონია. როდესაც იდეა არ გაქვს და არის განსხვავებული ხალხი, რომელიც ერთმანეთს ჭამს და არაფერი აკავშირებს გარდა მიშას ფაქტორისა, როდესაც მიშას ფაქტორი გვერდზე გაიწია, რადგან ის ციხეშია, თავისი გაჭირვება აქვს, იწყება ის კონფლიქტები, რომელსაც აქამდე ხელოვნურად ქმნიდა მიშაც, ეს პარტიაც და თვითონ ხელოვნურად, როგორც მომრიგებელი, ისე არეგულირებდა. ახლა კი ეს მომრიგებელი ციხეში აღმოჩნდა, კონფლიქტები ისევ დარჩა.

მთავარი პრობლემაა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმაც მხოლოდ ეს ისწავლეს. ყველა მათგანს "პატარა მიშობა" უნდა. რომ დააკვირდეთ ამ ხალხს, არცერთი ცდილობს იმას, რომ გააკეთოს გუნდი - "მე კი არ ვიყო პარტიის მთავარი და რასაც ვიტყვი, მხოლოდ ის ხდება პარტიაში და მე რომ არ ვიქნები, პარტია უქმდება". ამის ნაცვლად უნდა შექმნა ინსტიტუციონალური პარტია, რომელსაც ექნება ღირებულებები და ყველას ეცოდინება ამ პარტიას რა უნდა. ამის ნაცვლად, პატარა "ნაცმოძრაობები" და "ქართული ოცნებებია" ყველა პარტია. ამ ქვეყანაში პოლიტიკოსობაზე კი არ ოცნებობენ, არამედ ერთპიროვნულ მმართველობაზე ოცნებობენ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის გადაცემები