23.04.2024 | 08:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ევროკავშირის ელჩი პარლამენტში შეხვედრებს აგრძელებს

ევროკავშირის ელჩი პარლამენტში შეხვედრებს აგრძელებს. პაველ ჰერჩინსკი საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეს ხვდება, ასევე დღეს ის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს შეხვდა.

როგორც წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე კომიტეტის საქმიანობაზე და ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციაზე ისაუბრეს, რომელიც გენდერულ თანასწორობას ეხება.

"ძალიან პოზიტიური შეხვედრა გაიმართა და მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ სტატუსთან დაკავშირებით, მთლიანად ამ პროცესთან დაკავშირებით, ძალიან დამაიმედებელია", - განაცხადა წილოსანმა.

პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრები პარლამენტში 16 იანვარს დაიწყო. ელჩი უკვე შეხვდა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს.

ორი კვირის ვადაში პაველ ჰერჩინსკი ყველა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდება.

დღის გადაცემები