27.04.2024 | 17:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"ნაცმოძრაობის" პოლიტიკოსებს საქართველოში ელექტორალური მომავალი არ აქვთ

ცაგარეიშვილის განცხადებით, არ ინანებს, თუ ყოფილი მმართველი პარტია დაიშლება, რადგან იქ კეთროვანი და ტოქსიკური ხალხია შეკრებილი.

პოლიტიკოსებს, რომლებმაც დატოვეს ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", არ აქვთ ელექტორალური მომავალი, განაცხადა მმართველი პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა. პოლიტიკოსმა ასე შეაფასა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, "ნაცმოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა, სადაც პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. მელიას მხარდამჭერები უარყოფენ ახალი პარტიის შექმნის განზრახვას, თუმცა, აკრიტიკებენ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის გამო. მელიამ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო მიიღო. ცაგარეიშვილს მიაჩნია, რომ არც მელიას და არც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც მანამდე "ნაციონალურ მოძრაობის" წევრები იყვნენ, არ აქვთ ელექტრორალური მომავალი, იქნება ეს პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ამჟამინდელი ლიდერი გიორგი ვაშაძე, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თუ პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია.

"ყველა ესენი ერთი დიდი ბუდიდან გადმოვარდნილი კვერცხებია და ეს ადამიანები არიან თავიანთი დედა-პარტიის ჩრდილში", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არ ინანებს, თუ "ნაცმოძრაობა" დაიშლება, რადგან იქ კეთროვანი და ტოქსიკური ხალხია შეკრებილი. "ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება - ძალიან კარგი, არ მეწყინება, მაგრამ პარტიიდან წასულებს ქართულ პოლიტიკაში პერსპექტივა არ აქვთ. ქართული პოლიტიკისთვის ისინი ტოქსიკური და კეთროვანი ხალხია", - განაცხადა ცაგარეიშვილმა. შიდაპარტიული არჩევნების შედეგებით, რომელიც 2023 წლის იანვრის ბოლოს გაიმართა, პარტიის ახალ ლიდერად პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს, რომელსაც მხარს უჭერენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი ვანო მერაბიშვილი. პარტიისახლადარჩეულმათავმჯდომარემპირველივე ბრიფინგზეგანაცხადა, რომ მისი გამარჯვება შიდაპარტიულ არჩევნებში ეკუთვნის მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის დროზე დააარსა "ნაციონალური მოძრაობა". ხაბეიშვილმა ასევე პირობა დადო, რომ იმ დრომდე არ გაჩერდება, ვიდრე სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა დაარღვიოს კანონი და არ გამორიცხა სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება.

დღის გადაცემები