13.12.2024 | 02:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შეუძლებელია ასეთი კატასტროფისთვის მზად იყო - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ქაჰრამანმარაშში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შეუძლებელია ასეთი კატასტროფისთვის მზად იყო.

მისი თქმით, ახლა "ერთიანობისა და სოლიდარობის დროა".

"რა თქმა უნდა, არის ხარვეზები. ამინდის პირობები აშკარაა. შეუძლებელია ასეთი კატასტროფისთვის მზად იყო. ჩვენ არცერთ ჩვენს მოქალაქეს არ დავტოვებთ უყურადღებოდ", - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.

 ჯამში თურქეთში მიწისძვრას საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა. 

დღის გადაცემები