28.11.2022 | 19:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მაია ნიკოლეიშვილი სულხან მოლაშვილზე: "სულხანი, რომელიც ვნახე, ვერ ვიცანი, ეს იყო ნახევარი, ან იმის მესამედი, რაც მახსოვს"

"დღეს რომ საუბრობენ წონის დაკლებაზე, ოპერაცია არ გაუკეთებია სულხანს არანაირი და წონა კი არა, ადამიანი ვერ ვიცანი, ეჭვი შემეპარა სხვას ხომ არ ვნახულობ მეთქი. ეს იყო ნახევარი, ან იმის მესამედი, რაც მე სულხანი მახსოვს. ნელ-ნელა ვქაჩავდი, რომ როგორმე ეთქვა, რა ხდებოდა მის თავს. დაზიანებები, რომლებიც მერე ვნახე და ვერ უარყოფდა, მხოლოდ მერე შეძლო გახსნილიყო და ეთქვა უკვე, რა როგორ იყო" - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა. 

მაია ნიკოლეიშვილმა სულხან მოლაშვილთან მეშვიდე საპყრობილეში შესვლა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო თავიდან ბოლომდე დანგრეული ადამიანი, არა მარტო მარტო ფიზიკური წამებით, სულიერადაც. 

"წლები გავიდა და არ მცირდება ის შთაბეჭდილება, რაც ჩაიჭედა გონებაში და მეხსიერებაში. თუნდაც გავიხსენებ სულხან მოლაშვილთან შესვლას მეშვიდე საპყრობილეში, როცა ნანა კაკაბაძის ძალიან დიდი მცდელობით და ევროკავშირის წარმომადგენლების ჩარევით მოხდა ჩემი შესვლა, ეს იყო საშინელება, წარმოუდგენელი რამ. სულხანი, რომელიც ვნახე, უცებ ვიფიქრე, ნუთუ ეს სულხანია მეთქი, ეჭვიც კი შემეპარა, რომ ეს ის არის? დღეს რომ საუბრობენ წონის დაკლებაზე, ოპერაცია არ გაუკეთებია სულხანს არანაირი და წონა კი არა, ადამიანი ვერ ვიცანი, ეჭვი შემეპარა სხვას ხომ არ ვნახულობ მეთქი. ეს იყო ნახევარი, ან იმის მესამედი, რაც მე სულხანი მახსოვს. მისი ის ტკივილი.. ნელ-ნელა ვქაჩავდი, რომ როგორმე ეთქვა, რა ხდებოდა მის თავს და ის დაზიანებები, რომლებიც მერე ვნახე და ვერ უარყოფდა, მხოლოდ მერე შეძლო გახსნილიყო და ეთქვა უკვე, რა როგორ იყო. 

მახსოვს, მისი თანამესაკნე იყო, ვინც მეშვიდეში მის გვერდით იყო და იმ ადამიანმა მითხრა, ღამე როცა სძინავს, იღვიძებს და ბღავისო. არ იცი, ეს რა ხმა არისო. წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი, დანგრეული ადამიანი თავიდან ბოლომდე, მარტო ფიზიკური წამება კი არა, სულიერი და ყველაფერი" - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

დღის გადაცემები