20.09.2024 | 07:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ლევან ნიკოლეიშვილი: "ნაცებო", ხვალ და ზეგ რომ გაათვითცნობიერებენ, რა გააკეთებინეთ ამ ბავშვებს, მოგიტრიალდებიან და დედას გიტირებენ"

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, დიმიტრი ჩიქოვანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილე ერთ-ერთ სტუდენტს, დავით ჩხობაძეს 1000 ლარი ჩაურიცხა.

"საგანგაშოა, როდესაც ირკვევა, რომ სტუდენტს ლექტორის წინააღმდეგ განცხადებას ფულის სანაცვლოდ აკეთებინებენ.
ახლა უწევს საბანკო ამონაწერის დამალვა და თავის მართლება ამ ახალგაზრდა კაცს.
რატომ უფუჭებთ ცხოვრებას, რად გიღირთ ეს ყველაფერი. რა უბედურებაა ბოლშევიკური და კომკავშირული დავალებების მიცემა. ხვალ და ზეგ რომ გაათვითცნობიერებენ, რა გააკეთებინეთ ამ ბავშვებს, მოგიტრიალდებიან და დედას გიტირებენ ნაცებო დამიჯერეთ!!!!!" – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

დღის გადაცემები