26.04.2024 | 23:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ნატოში გაწევრიანებისთვის შვედეთის არმია დამატებით 58 მილიონ ევროს მიიღებს

შვედეთის შეიარაღებული ძალები მიმდინარე წელს 660 მილიონ შვედურ კრონას (58 მილიონი ევრო) მიიღებს ნატოში გაწევრიანებისთვის. ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა განაცხადა.

დამატებითი დაფინანსება მოიცავს ნატოს წევრობის საფასურს (26 მლნ ევრო) და სხვადასხვა სამეთაურო და კონტროლის სისტემების თავდაცვის ალიანსის მოთხოვნებთან ადაპტაციის ხარჯებს.

"შვედეთმა უნდა მიიღოს ზომები თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად", - თქვა ჯონსონმა პრესკონფერენციაზე. 

შვედეთი უნგრეთის და თურქეთის პარლამენტების რატიფიკაციის შეფერხების მიუხედავად, ნატოში გაწევრიანების მოლოდინშია.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთმა, ისევე როგორც ფინეთმა, ყველა პირობა შეასრულა ნატოში სრულფასოვანი წევრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პროცესი სწრაფად წარიმართება. 

დღის გადაცემები