25.04.2024 | 10:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
იენს სტოლტენბერგი: "პუტინის გამარჯვება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ნატოს დამარცხებასაც ნიშნავს"

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინის დამარცხება რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში ნატოს დამარცხებასაც ნიშნავს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მოიგოს ბრძოლა, ომი რუსეთის ჯარების წინააღმდეგ, რადგან თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს იქნება არა მხოლოდ დიდი მარცხი უკრაინისთვის, არამედ ეს იქნება ყველა ჩვენგანის დამარცხება და საშიში, რადგან ეს სამყაროს უფრო სახიფათოს გახდის, ჩვენ კი დაუცველს რუსეთის შემდგომი აგრესიისთვის", - განაცხადა მან.

გარდა ამისა, მან დასძინა, რომ ნატო ჯერ ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებისთვის.

"რუსეთმა იცის, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა მოხდეს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ ძალებს. რუსეთის პოზიციებში რაიმე ცვლილება არ გვინახავს, მაგრამ ფხიზლად ვრჩებით", - აღნიშნა მან.

სტოლტენბერგმა, ასევე, განაცხადა, რომ ალიანსი აძლიერებს საკუთარი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, ასევე დაზვერვის საქმიანობას და დაზვერვის გაზიარებას.

"ჩვენ მივიღებთ შემდგომ ზომებს ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, ხოლო მოკავშირეების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული თავდასხმა მიიღებს საერთო და გადამწყვეტ პასუხს", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

დღის გადაცემები