25.04.2024 | 00:11
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ნატოს გენმდივანი: "უკრაინა სხვა მდგომარეობაშია, ვიდრე შვედეთი და ფინეთი"

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, არ შეიძლაბა უკრაინის განაცხადის ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებასთან შედარება. ამის შესახებ მან ბერლინის საგარეო პოლიტიკურ ფორუმზე განაცხადა.

"მე მტკიცედ ვთვლი, რომ უკრაინა სხვა მდგომარეობაშია, ვიდრე შვედეთი და ფინეთი. ფინეთი და შვედეთი უკვე მრავალი წელი არიან ნატოს პარტნიორები. ალიანსში მათ წევრობასთან დაკავშირებით კონსენსუსია. ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მადრიდის სამიტზე მივიღეთ", - დასძინა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით ალიანსს განსხვავებული პრიორიტეტები გააჩნია.

"რაც შეეხება უკრაინას, იქ ომი მიმდინარეობს და მთავარ პრიორიტეტს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება წარმოადგენს, რასაც მოკავშირეები და ნატოს პარტნიორები აკეთებენ. ეს სამხედრო დახმარება უპრეცედენტოა და დაეხმარა უკრაინას ბძოლის ველზე წარმატებებისთვის მიეღწია", - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

დღის გადაცემები