26.04.2024 | 21:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გრიგორი კარასინი: "დასავლეთის სტრატეგიული შეცდომა გახდა მანიაკალური გადაწყვეტილება, გაეფართოებინა ნატო-ს ზონა საქართველოსა და უკრაინის ჩართვით"

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი ნატო-ს გაფართოებას საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით, მანიაკალურ გადაწყვეტილებას უწოდებს. ამის შესახებ მან "ტელეგრამ-არხზე" დაწერა.

"ისტორია გადაცდომებს პატიობს, მაგრამ არა სტრატეგიულ შეცდომებს. რუსეთს მე-20 საუკუნეში ასეთი ორი ჰქონდა. მეორემ დაანგრია ზესახელმწიფო, თუმცა რუსეთმა მოახერხა წამოდგომა და ცოცხლობს.

დასავლეთის ბოლო ათწლეულების ძირითადი სტრატეგიული შეცდომა გახდა მანიაკალური გადაწყვეტილება, გაეფართოებინა ნატო-ს აქტიურობის ზონა აღმოსავლეთით საქართველოსა და უკრაინის ჩართვით. რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები ჩამოიწერა უბრალოდ 90-იანი წლების ტრაფარეტით.

დემაგოგია და მრავალმილიონიანი შეიარაღების მიწოდება არავის მოატყუებს. დროა, თავი დავანებოთ სამყაროსთვის სახიფათო აზროვნების ინერციას!" - წერს გრიგორი კარასინი.

დღის გადაცემები