17.04.2024 | 21:12
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კაია კალასი: "ომის დასრულებამდე უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება"

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ვიდრე უკრაინაში ომი არ დასრულდება, ქვეყანა ნატოს წევრი ვერ გახდება. ამის შესახებ ესტონური ERR-ი იტყობინება.

კაია კალასის თქმით, ყველასათვის ნათელია, რომ ალიანსის წევრ ქვეყნებს კონფლიქტში ჩართვა არ სურთ.

"როდესაც საუბარია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებაზე, ერთადერთი ასეთი გარანტია, რომელიც რეალურად იმუშავებს, ნატოს წევრობა იქნება. ჩვენი მხრიდან, ვცდილობთ პარტნიორების დარწმუნებას, რომ უკრაინას უნდა მიეცეს ნათელი პერსპექტივა, როდესაც ომი დასრულდება. მეორე მხრივ, უკრაინას ვეუბნებით, რა უნდა გააკეთონ ამ გზაზე წინსვლისთვის", - განმარტავს კაია კალასი.

დღის გადაცემები