18.04.2024 | 10:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუმინეთის თავდაცვის მინისტრი: "ნატომ და აშშ-მა რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ, რათა ომი დასრულდეს და უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს"

რუმინეთის თავდაცვის მინისტრის, ვასილე დინკუს განცხადებით, ნატომ და აშშ-მა რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ, რათა ომი დასრულდეს და უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს. ამის შესახებ მან ადგილობრივი PrimaTV-ს ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მიეცემა რუსეთს შანსი, უკრაინაში ომი დაასრულოს. დინკუ მიიჩნევს, რომ კიევი მოსკოვთან პირისპირ საუბარში შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ამასთან რუსულ მხარეს კვლავ აქვს რესურსები ომის გასაჭიანურებლად.

"იდეალური იქნებოდა მოლაპარაკებების დაწყება, თუნდაც ეს კონფლიქტის გაყინვით დასრულდეს, ნებისმიერ შემთხვევაში მოლაპარაკებებს უფრო მეტი სარგებელი ექნება, ვიდრე იმას, რაც ხდება ახლა - ადამიანების და ქონების განადგურება" - აცხადებს რუმინეთის თავდაცვის მინისტრი.

დღის გადაცემები