23.04.2024 | 01:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას დათანხმდა
როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჰელსინკი და სტოკჰოლმი მზად იქნებიან, იმუშაონ სტამბულთან ტერორიზმში ბრალდებულების ექსტრადირებაზე, მაგრამ გადაწყვეტილებები ამ ქვეყნების კანონების შესაბამისად იქნება მიღებული.
ამრიგად, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებისთვის ხილული დაბრკოლებები აღარ არსებობს. ამ ქვეყნების ორგანიზაციაში მიწვევის საკითხი საბოლოოდ მადრიდის სამიტზე გადაწყდება 29 ივნისს.
იმისათვის, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანდნენ, მათ განაცხადს ალიანსის 30-ვე წევრმა ქვყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ასეთ გადაწყვეტილებას, იყო თურქეთი: ანკარა უკმაყოფილო იყო, რომ სტოკჰოლმი და ჰელსინკი მხარს უჭერდნენ ქურთისტანის მუშათა პარტიას, რომელსაც თურქეთის მთავრობა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
დღის გადაცემები