26.04.2024 | 18:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი, ნატო-ს გაფართოების შემთხვევაში, ახალ დაძაბულობას არ გამორიცხავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფინეთისა და შვედეთის ნატოში ოფიციალურად მიწვევის ცნობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ახალ დაძაბულობას ორ სკანდინავიურ ქვეყანასთან.

ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

კრემლის ლიდერმა დასძინა, რომ მოსკოვი ანალოგიურად უპასუხებს, თუ ნატოს ინფრასტრუქტურა ფინეთსა და შვედეთში განლაგდება.

რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე ომს, პუტინის თქმით, მისი საბოლოო მიზანია მთლიანი დონბასის რეგიონის გათავისუფლება.

 

დღის გადაცემები