26.04.2024 | 18:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თურქეთმა შვედეთთან და ფინეთთან დაგეგმილი მოლაპარაკებები გადადო

თურქეთმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი განუსაზღვრელი ვადით გადადო, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა, რომელიც ბრიუსელში უნდა გამართულიყო, ანკარას თხოვნით გადაიდო.

თურქეთის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ შვედეთი ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს.

შვედეთ-თურქეთის ურთიერთობა ბოლო დროს მას შემდეგ დაიძაბა, რაც სტოკჰოლმში გამართული ანტითურქული საპროტესტო აქციის დროს თურქეთის საელჩოს წინ ყურანი დაწვეს.

დღის გადაცემები