20.04.2024 | 03:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თურქეთი, შვედეთი, და ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებს 9 მარტს განაახლებენ

თურქეთი შვედეთთან და ფინეთთან ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებს 9 მარტს განაახლებს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება და ქვეყნებს შორის გაფორმებული მემორანდუმის განხორციელების საკითხი განიხილება.

შეგახსენებთ, თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები იანვარში შეწყდა, როდესაც თურქეთსა და სტოკჰოლმს შორის შვედეთში თურქეთის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს ყურანის დაწვის ინციდენტის გამო ურთიერთობა დაიძაბა.

დღის გადაცემები