24.04.2024 | 10:13
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სტოლტენბერგი: "უკრაინა ნატოს საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ შეუერთდება"

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ომის შემდეგ შეუერთდება.  

მისივე თქმით, რუსეთს სხვა სახელმწიფოებისთვის ნატოში შესვლაზე ვეტოს დადების უფლება არ აქვს. 

"ნატოს კარი ღიაა. უკრაინა ნატოს საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ შეუერთდება. 

პრეზიდენტ პუტინს არ შეუძლია ვეტო დაადოს სუვერენულ ქვეყნებს სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენს რუსეთისთვის. ვფიქრობ, მას ეშინია დემოკრატიისა და თავისუფლების და ეს მისთვის მთავარი გამოწვევაა", - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

დღის გადაცემები