20.04.2024 | 02:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბრიტანული გაზეთის Daily Mail-ის მკითხველები ნეგატიურად გამოეხმაურნენ ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას ნატოში უკრაინის დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით

ბევრმა უკრაინის ლიდერი კონფლიქტის გამწვავებასა და გაჭიანურებაში დაადანაშაულა. "ნატოში გაწევრიანების განცხადებით და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაბლოკვით ზელენსკი უკრაინაში მეტი ნგრევისკენ ისწრაფვის", - მიიჩნევს ერთ-ერთი მკითხველი. "როგორც ჩანს, ზელენსკის ავანტიურა არ გაამართლებს. საინტერესოა, მიატოვებს თუ არა აშშ მას ბედის ანაბარა?" - დაინტერესდა Hellouk-ი. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ სამხედრო ბლოკში ახალი წევრის მისაღებად საჭიროა ოცდაათივე მონაწილე ქვეყნის თანხმობა, თუმცა მან ასევე პირობა დადო, რომ ალიანსი ძალისხმევას კიევისთვის თავდაცვით დახმარებაზე მიმართავს.

დღის გადაცემები