20.04.2024 | 00:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მევლუთ ჩავუშოღლუ: "ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადები შესაძლოა, ცალ-ცალკე შეფასდეს"

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ფინეთისა და შვედეთის განაცხადები შეიძლება ცალ-ცალკე შეფასდეს.

"შესაძლებელია, ფინეთის კანდიდატურა ცალკე შევაფასოთ და ეს უდავოდ იქნება ის თემა, რომელიც განიხილება დღევანდელ შეხვედრებზე.

მას შემდეგ, რაც განვაცხადეთ, რომ ფინეთთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილების მიღება შეიძლებოდა, ჩვენ ეს საკითხი ჩართულ ქვეყნებთან და ნატო-სთან განვიხილეთ", - განაცხადა ჩავუშოღლუმ ანკარაში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. მათი გაწევრიანებისთვის ნატო-ს 30-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. თურქეთსა და შვედეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ჩავუშოღლუმ შვედეთის მთავრობა იანვარში სტოკჰოლმში გამართულ საპროტესტო აქციაზე ყურანის დაწვაში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა.

დღის გადაცემები