25.04.2024 | 18:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სტოლტენბერგი: "ნატო არ აპირებს, რომ უკრაინის ომის მონაწილე მხარე გახდეს"

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინის ომის მონაწილე მხარე არ გახდება. 

მისივე თქმით, ალიანსი კიევს იარაღით ეხმარება, თუმცა ჯარსა და თვითმფრინავებს უკრაინაში არ გაგზავნის.

"ჩვენ არასოდეს ვიქნებით უკრაინის კონფლიქტში მებრძოლი მხარე. ჩვენ არ ვაგზავნით ჯარს ან ნატოს თვითმფრინავებს უკრაინაში. უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება გაეროს წესდების შესაბამისად და ჩვენ გვაქვს უფლება მხარი დავუჭიროთ მას ამ უფლების დაცვაში. 

რა თქმა უნდა, ყოველთვის არის ესკალაციის რისკი, ამიტომ მნიშვნელოვანია ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო ყოფნის გაძლიერება. ეს მოსკოვს მიახვედრებს, რომ ნატო თავისი ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის დაცვას აპირებს", - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

დღის გადაცემები