26.04.2024 | 22:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში აშშ-ისა და ნატო-ს საიდუმლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა

უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში აშშ-ისა და ნატო-ს საიდუმლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტები ავთენტურად გამოიყურება და რუსეთისთვის შესაძლოა სასარგებლო ინფორმაციას შეიცავდეს.

დოკუმენტებში აღნიშნულია, "ჰაიმარსის" მიერ საბრძოლო მასალის მოხმარების დონე.  ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ომში 16-17.5 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა, უკრაინამ კი, სავარაუდოდ, 71.5 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. მსგავსი ინფრომაცია  პენტაგონს აქამდე არასოდეს გამოუქვეყნებია.

"დოკუმენტში მოცემულია მოკლე ინფორმაცია  12 საბრძოლო ბრიგადის შესახებ, რომლებიც ამჟამად იქმნება და  რომელთაგან ცხრა, აშშ-სა და ნატო-ს მიერ არის გაწვრთნილი. ამ ცხრა ბრიგადიდან, ექვსი 31 მარტისთვის იქნება მზად, დანარჩენი კი 30 აპრილისთვის. უკრაინულ ბრიგადას 4-5 ათასი ჯარისკაცი ჰყავს, 250-ზე მეტი ტანკი და 350-ზე მეტი მექანიზებული მანქანა აქვს", – აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც  "ნიუ იორკ თაიმსი" ავრცელებს.

 

დღის გადაცემები