26.04.2024 | 12:06
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ნატო-ს თავდაცვის მინისტრები დღეს შეხვედრას გამართავენ

ბრიუსელში, დღეს და ხვალ, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება. "ნატო-ს თავდაცვის მინისტრები შეიკრიბებიან, რათა გააძლიერონ და შეინარჩუნონ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და გააგრძელონ ნატო-ს თავდაცვის გაძლიერება, უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთის მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ესკალაციის ფონზე", - აღნიშნულია ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

პენტაგონის ინფორმაციით, ბრიუსელში უკვე ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნატო უკრაინის გვერდით დადგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მისი თქმით, ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, მაგრამ მისი მხარდაჭერა მთავარ როლს თამაშობს უკრაინის დაცვასა და ტერიტორიის გათავისუფლებაში დახმარების აღმოჩენის კუთხით.

დღის გადაცემები