13.12.2024 | 05:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ბუნდესტაგში ევროპას მოუწოდეს, რომ ნატოს დაშლისთვის მოემზადონ

ბუნდესტაგის დეპუტატმა მემარცხენე პარტიიდან სევიმ დაგდელენმა ევროკავშირს მოუწოდა, ნატოს დაშლისთვის მოემზადოს და უფრო დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს, რომელიც გაერთიანების წევრი ქვეყნების ინტერესებს შეერთებული შტატების სასარგებლოდ არ შესწირავს. დეპუტატის თქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რაც აშკარა გახდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. მისი განცხადებით, ვაშინგტონი მზადაა, მოსკოვის დამარცხებისთვის ბოლო უკრაინელამდე იბრძოლოს, ხოლო ევროპის ქვეყნებს, პირიქით, არ სურთ, მსგავს კონფლიქტებში ჩათრეული აღმოჩნდნენ.

სევიმ დაგდელენის თქმით, "ახლა ეს უტოპიური ჩანს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ უნდა მოვემზადოთ ნატოს დაშლისთვის და მისი ჩანაცვლებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების სისტემით, რომელიც მთლიანად მიმართული იქნება განიარაღებისა და თანამშრომლობისკენ". როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოებამ ცივი ომის მეთოდები უნდა დაივიწყოს და კონფრონტაციაზე უარი თქვას.

დაგდელენის გარდა, ნატოს დაშლის იდეაზე გერმანელმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე რარმაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანას ვერ უმკლავდება. რარმა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მიმართა და ეუთოს აღორძინება შესთავაზა. მისი თქმით, ეუთო "ნამდვილი პან-ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაა".

დღის გადაცემები