24.04.2024 | 21:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში თურქეთში გაემგზავრება რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შესახვედრად, რათა შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხი განიხილოს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში თურქეთში გაემგზავრება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შესახვედრად, რათა განიხილოს ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში, რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მივესალმები, რომ ფინეთი, შვედეთი და თურქეთი მუშაობენ ერთად ერთობლივი მემორანდუმის განსახორციელებლად, რომელზეც მადრიდის სამიტის ფარგლებში შეთანხმდნენ, რათა გააძლიერონ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევა. შვედეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ თურქეთში შეიარაღების ექსპორტზე არანაირი შეზღუდვა არ არის. მათ ასევე შექმნეს მექანიზმი, რომ იმუშაონ ერთად სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ყველა მოკავშირე განახორციელებს გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას. ასევე, მივესალმები, რომ ფინეთს და შვედეთს აქვთ მჭიდრო კონტაქტი თურქეთთან. შვედეთის პრემიერი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა იქ. მე წავალ თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანთან შესახვედრად უახლოეს მომავალში" – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი მაისში, უკრაინაში რუსეთის ინტერევენციის საპასუხოდ შეიტანეს, თუმცა თურქეთი სკანდინავიური ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა იმ მოტივით, რომ ისინი ანკარას მიერ ტერორისტებად მიჩნეულ პირებს მფარველობენ. თურქეთს და ორ სკანდინავიურ ქვეყანას შორის სამმხრივი შეთანხმება მადრიდის სამიტზე შედგა, თუმცა ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის პარლამენტი ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადების რატიფიცირებას მხარს არ დაუჭერს, თუ ეს ქვეყნები ანკარას არ გადასცემენ იმ პირებს, რომელთა ექსტრადირებასაც თურქეთის ხელისუფლება ითხოვს.

დღის გადაცემები