12.08.2022 | 19:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ალეკო ელისაშვილი: "სააკაშვილი ისტორიის ნაწილია - ის ისტორიაში შევიდა როგორც ძალიან ეფექტური რეფორმებით, ასევე ჯოჯოხეთური რაღაცებით, როდესაც სული ამოხადა ლამის ნახევარ საქართველოს ციხეებში"

სააკაშვილი უკვე ისტორიის ნაწილია და რეალურად ის დღეს არის პოლიტიკური პროცესის გამჭედველი, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

"სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაში ამოწურა თავისი თავი. ის არის წარსულის ლიდერი, ისტორიის ნაწილი. ისტორიაში იგი შევიდა როგორც ძალიან ეფექტური რეფორმებით, ასევე ჯოჯოხეთური რაღაცებით, განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც სული ამოხადა ლამის ნახევარ საქართველოს ციხეებში. ის უკვე ისტორიის ნაწილია და რეალურად ის დღეს არის პოლიტიკური პროცესის გამჭედველი", - განაცხადა ელისაშვილმა.

 

დღის გადაცემები