24.04.2024 | 05:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბიძინა ივანიშვილმა ფონდ "ქართუს" ბალანსზე ჯამში 26 ობიექტი გადააფორმა [ვიდეო]

პარტია "ქართული ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარემ  ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ბალანსზე ჯამში 26 ობიექტი გადააფორმა, 2 ობიექტი კი გადაფორმების პროცესშია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ინტერპრენერის" ქართული რედაქცია სამეწარმეო რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს. ფონდი "ქართუსთვის" გადაცემულ ობიექტებს შორისაა: სასტუმრო "პარაგრაფი", შპს თბილისი სითი, ბიზნესცენტრი, "თაბორი რიზორთსი", ასევე ბანკი "ქართუ", შპს "ელიტა ბურჯი" და ლაგუნა ვერეს ტერიტორია. ამასთან, გადაცემის პროცესშია ორი ობიექტი კომპლექსი დაბა ბაკურიანში და შპს სასტუმრო სიღნაღის წილის 70%.  გამოცემასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს,  რომ მისი და მისი მეუღლის განკარგულებაში  200 მილიონი დოლარი რჩება. როგორც ივანიშვილმა აღნიშნავს, შვილებს უტოვებს იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება შესაძლოა ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო.

დღის გადაცემები