16.04.2024 | 11:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბექა ოდიშარია: "ახი კია კასიანოვზე, რომ მისი განცხადება უთარგმნო და ჩამოურიგო ყველა დევნილს, რომელიც საქართველომ შეიფარა, გაათბო და დააპურა - არადიპლომატიურია მისი განცხადებები, ალბათ, იძულებულია დავალებები შეასრულოს"

ახი კია კასიანოვზე, რომ მისი განცხადება უთარგმნო და ჩამოურიგო ყველა იმ დევნილს, რომელიც საქართველომ შეიფარა, გაათბო და დააპურა - უმადურობა საქართველოში ერთ- ერთ ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, კასიანოვი სავარაუდოდ, იძულებულია, დავალებები შეასრულოს.

"კასიანოვის ნაცვლად, ალბათ, ჯერ დავიწყებდი ბევრი მადლობით და დავასრულებდი მადლობით. ისე ახი კი არის კასიანოვზე, რომ მისი განცხადება უთარგმნო და ჩამოურიგო ყველა იმ დევნილს, რომელიც საქართველომ შეიფარა, გაათბო და დააპურა. ვკითხოთ, რა ურჩევნიათ - მარცხნივ წავიდნენ, კასიანოვს გაჰყვნენ და ევაკუაციის გზებით ისარგებლონ, თუ მარჯვნივ დარჩნენ ისევ საქართველოში და სახელმწიფო სერვისებით თუ ადამიანური სითბოთი ისარგებლონ ამ უძნელეს პერიოდში, რომელიც ახლა უკრაინაში ტრიალებს. არადიპლომატიურია ამ ადამიანის განცხადებები, ალბათ, იძულებულია შეასრულოს და გააჟღეროს დავალებები. ვურჩევდი ახლო წარსულში გაიხედოს, ასეთი უსამართლო განცხადებების გამჟღერებლები საქართველოში აღარ არიან თანამდებობაზე და ისინი სხვანაირად კი აჭიკჭიკდნენ უკვე საკუთარი ხელისუფლების მიმართ და ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან სამართლიანობა ყოველთვის იზეიმებს. ვურჩევდი მას, არ ჩაწეროს იმ ადამიანების რიცხვში, რომლებიც არასდროს იქნებიან საქართველოში პოპულარულები, რადგან უმადურობა საქართველოში ერთ- ერთ ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება", - განაცხადა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა "ევროპეისკაია პრავდა"-სთან ინტერვიუში საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა არ გამორიცხა, თუ მათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და "რუსების მასიურად შემოდინების" შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებათ.

"ახლა ჩვენ განვიხილავთ სპეციალური ევაკუაციის მარშრუტების მოწყობის შესაძლებლობას უკრაინის მოსახლეობის ყველაზე დაუცველი სეგმენტებისთვის, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ დაბრუნების საშუალება. ამავდროულად, ყველაზე ოპტიმალურად მიგვაჩნია სახმელეთო ტრანსპორტი", - განაცხადა კასიანოვმა.

დღის გადაცემები