26.04.2024 | 09:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დავით მათიკაშვილი რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენაზე: "უმეტესწილად ამ ადამიანების დიდი ნაწილი ეთნიკურად ქართველია - განსაკუთრებული არაფერი ხდება"

უმეტესწილად ამ ადამიანების დიდი ნაწილი ეთნიკურად ქართველია - განსაკუთრებული არაფერი ხდება, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენის სტატისტიკას ჟურნალისტებთან.

მათიკაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს.

"სპეკულაციები რუსეთიდან ადამიანის შემოდინებასთან დაკავშირებით გრძელდება. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, უმეტესწილად ამ ადამიანების დიდი ნაწილი ეთნიკურად ქართველია, ამ ქვეყნის შვილები, თავის დროზე საქართველოდან რუსეთში გასული პირები არიან, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში. ასე რომ, რაღაც განსაკუთრებული აქ არაფერი ხდება. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ არის და არანაირი კითხვის ნიშანი აქ არ არის,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 8 თვეში რუსეთის 12 ათასზე მეტმა მოქალაქემ 15 ათასზე მეტი შენობა- ნაგებობა შეიძინა, საიდანაც 13 ათასზე მეტი საცხოვრებელი ბინაა. 14 ათასამდე მიწის ნაკვეთზე კი რუსეთის 11 ათასამდე მოქალაქის საკუთრებაა დარეგისტრირებული. ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსმა" იუსტიციის სამინისტროდან გამოითხოვა.

დღის გადაცემები