24.04.2024 | 10:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დავით მათიკაშვილი გონჩარენკოს განცხადებაზე: "ახლა იმის თქმა, რომ საქართველო არ ეხმარება უკრაინას, ცოტა ამორალურიც არის"

გონჩარენკოს, რომელიც ომის პარტიის ნაწილია, ასევე მის მეგობრებს საქართველოში, არ უნდათ მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა და წარმატება, რასაც საქართველო აღწევს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი უკრაინის რადას წევრის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას.

"ახლა იმის თქმა, რომ საქართველო არ ეხმარება უკრაინას, ცოტა ამორალურიც არის. 2008 წლის ომის შემდეგ. კაპანაძის მეგობრებმა იმ რეზოლუციაზე ხელმოწერით გაახარეს რუსეთის ფედერაცია, სადაც პირდაპირ ქართულ მხარეს აქვს დაბრალებული ცხინვალის დაბომბვა და ფაქტობრივად ომის დაწყება", - აღნიშნა გონჩარენკომ.

ალექსეი გონჩარენკომ საქართველოს ხელისუფლების მისამართით მორიგი განცხადება გააკეთა.

დღის გადაცემები