25.04.2024 | 20:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
შედის თუ არ შედის?! [ვიდეო]

ალეკო ელისაშვილისა და მისი თანაპარტიელის თითქმის ორსაათიანი შეხვედრა პარლამენტის  თავჯდომარესთან უშედეგოდ დასრულდა.  შეხვედრის ინიციატორი არჩილ თალაკვაძე იყო. დახურულ კარს მიღმა  განსახილველ საკითხებს შორის, საარჩევნო რეფორმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება, რიგგარეშე ერჩევნები  და ე.წ. პოლიტ პატიმრების გამოშვება იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ მმართველი გუნდი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშრებით მზადყოფნას გამოთქვამს,  თუმცა რიგგარეშე არჩევნები და ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხზე შეთანხმება ვერ ხერხდება.

 

ოპოზიციური პარტიებისა და  „მოქალაქეების“ პოლიტიკური გაყრა საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა. მათი განცხადებებით ელისაშვილი ქართულ ოცნებასთან გარიგებაშია შესული. თავად ალეკო ელისაშვილი კი მიიჩნევს,რომ ოპოზიციის ხედვები მათ შეხედულებებთან აცდენილია და მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ტაქტიკას ირჩევენ.  სოსო ვახტანგაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი თავის ტაქტიკას არ ცვლის და ელისაშვილისა და იოსელიანის პარლამენტში შეტყუებას ცდილობს.

 

გოჩა თევდორაძე მიიჩნევს, რომ დახურულ კარს მიღმა შეხვედრებს ერთადერთი მიზანი აქვს, მეათე მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმაცია მიეცეს. "პატრიოტთა  ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი ელისაშვილს ურჩევს საბაბების ძებნას შეეშვას. თევდორაძე აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ლეგიტიმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.

 

საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის სისუსტეზე საუბრობს გია ჟორჟოლიანი. ამბობს, რომ პოლიტიკური დღისწესრიგის მთავარი გამოწვევა დღეს სულ სხვა რამ არის. სოციალ-დემოკრატების ლიდერი დარწმუნებულია „ქართულ ოცნებას“  უახლოეს პერიოდში პოლიტიკური კრიზისი ელოდება.

დღის გადაცემები