26.04.2024 | 10:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გია აბაშიძე: "უკრაინისთვის საქართველოს "ვებერთელა სამხედრო არსენალის" გაუზიარებლობა ყოფილა "ღალატი". ბელარუსს, საიდანაც უკრაინა იბომბება, სანქციებისთვის ვერ იმეტებენ"

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა, რომ უკრაინამ მოითხოვა, ევროკავშირს ბელარუსი სანქციების ბოლო პაკეტში არ შეეყვანა", – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუკში".

მისივე თქმით, ამ და სხვა გადაწყვეტილებების გამო, უკრაინელი ხალხი პასუხს აგებინებს ხელისუფლებაში მყოფ მოღალატეებს.

"როგორი თვალთმაქცური და ფლიდია ზელენსკის ადმინისტრაცია. თურმე, ჩვენი პოლიტიკურ-ჰუმანიტარული დახმარება არაფერია და საქართველოს "ვებერთელა სამხედრო არსენალის” გაუზიარებლობა ყოფილა "ღალატი". ბელარუსთან, საიდანაც უკრაინა იბომბება, დიპლომატიური კავშირი შენარჩუნებული აქვთ და ვერც სანქციებისთვის იმეტებენ.

გაიმარჯვებს გმირი უკრაინელი ხალხი და პასუხს აგებინებს ხელისუფლებაში მყოფ მოღალატე კლოუნებსა და სპეკულანტებს!" – წერს გია აბაშიძე.

დღის გადაცემები