24.04.2024 | 02:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ფინეთი უკრაინას დახმარების ახალ, 400 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს უგზავნის

ფინეთის ხელისუფლებამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მე-12 და უდიდესი პაკეტის მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, მიკო სავოლამ განაცხადა.

მისი თქმით, დახმარების ახალი პაკეტი მძიმე შეიარაღებასაც მოიცავს.

"უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება მხარდაჭერა თავდაცვით ბრძოლაში. თავდაცვითი ტექნიკის ნაკრები, რომელიც ახლა გაიგზავნება, ყველაზე დიდია იმათგან, რომელთა გაგზავნაზეც გადაწყვეტილება აქამდე მიგვიღია. ფინეთი აწვდის უკრაინას მძიმე შეიარაღებას და საბრძოლო მასალას", - აღნიშნა მიკო სავოლამ.

დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება 400 მილიონ ევროს შეადგენს. უსაფრთხოების მიზეზების გამო, იარაღის მიწოდების განრიგის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის გადაცემები