13.12.2024 | 05:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ბორის ჯონსონი ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.

"ნატოს სათავეში ჩადგომა? მშვენიერი აზრია. იცით, სავსებით კარგი აზრია. მინდა ხაზი გავუსვა, ძვირფასო მეგობრებო, რომ ასეთი ჩანაფიქრი მაქვს და არავის დაავიწყდეს, რომ ასეთი კანდიდატი რეზერვშია. ვფიქრობ, ამჯერად გამიმართლებს", - აღნიშნა ჯონსონმა RADA TV-ს ეთერში.

ბორის ჯონსონს მიაჩნია, რომ არ არის აუცილებელი მომავალი გენერალური მდივანი ევროკავშირის მოქალაქე იყოს.

ინფორმაციისთვის, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ოქტომბერში ეწურება.

დღის გადაცემები