13.12.2024 | 02:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გია ვოლსკი: "ამორალურია, როცა საზოგადოებას უკიჟინებ, რუსული ორცხობილაც კი არ მიირთვას და თუ მიირთმევს, ერის მოღალატეა, ამ დროს, ჩუმად ინახავ ინფორმაციას, რომ მილიონობით რუბლი და ასიათასობით დოლარი რუსეთის ბიუჯეტიდან ჩამოგდის"

როცა შენ ასეთი გააფთრებული, დუჟმორეული დამოკიდებულება გაქვს, კეთილი უნდა ინებო და შემოსავლების წარმოშობა დაასაბუთო - რა მხატვრობაა ამისთანა, რომ მისი მემკვიდრეებისთვის ამდენ დოლარს აგროვებ! - ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა. ცნობისთვის, ტელეკომპანია "იმედმა" გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ელენე ხოშტარიას მამის გოგი ხოშტარიას ანგარიშზე რუსეთიდან პერიოდულად სოლიდური თანხები ირიცხება. "ქრონიკის" ცნობით, საუბარია მილიონობით რუსულ რუბლზე.

ვოლსკის თქმით, "ამ შავბნელ გადმორიცხვებს ნათელი უნდა მოეფინოს, რაც ელენე ხოშტარიას ოჯახს არ გაუკეთებია".

"ამორალურია, როცა საზოგადოებას ყოველ დღე უკიჟინებ, რომ რუსული ორცხობილაც კი არ მიირთვას და თუ მიირთმევს, ერის მოღალატეა. ამ დროს, ჩუმად ინახავ ინფორმაციას, რომ მილიონობით რუბლი და ასიათასობით დოლარი რუსეთის ფედერაციის ეროვნული ბიუჯეტიდან ჩამოგდის.

შეიძლება, ამას რაღაც გამართლება და დანიშნულება გააჩნია. შეიძლება შუაში სოლიკო ვირსალაძეა და მისი შემოქმედებიდან რაღაც ჰონორარი შემოდის, რაც საეჭვოა, მაგრამ ეჭვის გაფანტვაც შესაძლებელია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

დღის გადაცემები