13.12.2024 | 02:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით ჭიჭინაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ქართველი ხალხის გაღატაკებას განაგრძობ

პარტია "ტრიბუნას" ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ქართველი ხალხის გაღატაკებას განაგრძობს.

როგორც მან აღნიშნა, ლარის კურსს ღამითაც კი ცვლიან, როდესაც ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

"სანამ "ქართული ოცნების" უფასო ცირკი ანშლაგით მიმდინარეობს, ხალხის გაყვლეფა და გაღატაკება წარმატებულად გრძელდება, ამას კი, რა თქმა უნდა, "ოცნებაში" მოკალათებული ადამიანების მცირე ჯგუფი და ე.წ. ბიზნესმენები აკეთებენ, ისევ მთავრობის ხელშეწყობით. მხოლოდ ორი მაგალითი: საწვავი სადაც იაფი იქნება, იქიდან შემოვიტანთო, გვიცხადებენ ე.წ. ბიზნესმენები და ვინმე ატყობს, რომ საწვავი გაიაფდა?! ანუ, მარტივად, სადაც მეტ ფულს შოულობენ და უფრო მეტად ძარცვავენ ადამიანებს, იქ მუშაობენ ეს ე.წ. ბიზნესმენები. ლარის კურსს ღამითაც კი ცვლიან, როდესაც ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ეს მაშინ, როდესაც ჩვენი ეკონომიკის 50% , სამშობლოდან იძულებით გაქცეული ემიგრანტების გადმორიცხვებია. ეს გადმორიცხვები შველის ჩვენს ხალხს შიმშილისგან და აქაც კი, ბოლო კაპიკამდე გაგლეჯვას ცდილობენ", -განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დღის გადაცემები