13.12.2024 | 02:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ზურაბ ქადაგიძე: "რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ჩვენი ქვეყანა, ამ გეოპოლიტიკურ, პარადოქსულ ომში რომ ჩართულიყო, გაინტერესებთ? – დაგუგლეთ: ბუჩა, ბახმუტი, უკრაინული ქალაქები და მიხვდებით"

საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე, თურქეთის პრეზიდენტის – რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას ეხმიანება, სადაც ის აცხადებს, რომ თურქეთის სამხედრო კამპანიაში ჩართვას გარკვეული ძალები ცდილობდნენ.

"საინტერესოა, ერდოღანიც რუსულ ნარატივს ავითარებს თუ როგორაა საქმე?

არ დაგვავიწყდეს, თურქეთი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია და მსოფლიო ათეულში შედის სამხედრო პოტენციალით…

ჰო და წარმოიდგინეთ, რომ ეს სახელმწიფო ღიად აცხადებს, ამ დამღუპველ ომში ჩართვა, თურქეთისათვის დამანგრეველი იქნებოდაო.

ახლა წარმოვიდგინოთ საქართველო, რომელიც არანაირ საერთაშორისო სამხედრო ალიანსში არაა გაწევრიანებული, ეროვნული სამხედრო დოქტრინა "თავდაცვაზე" აქვს აგებული და მხოლოდ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უჭირავს ხელთ.

რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ჩვენი ქვეყანა, ამ გეოპოლიტიკურ, პარადოქსალურ ომში რომ ჩართულიყო, გაინტერესებთ?

დაგუგლეთ: ბუჩა, ბახმუტი, უკრაინული ქალაქები და მიხვდებით!" – წერს ზურაბ ქადაგიძე.

დღის გადაცემები