13.12.2024 | 02:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირაკლი ქადაგიშვილი: "ოპოზიციის მიზანია, რომ რამენაირად საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება გაუჭირდეს, არცერთ ქვეყანაში, ვისაც ეს გზა გავლილი აქვს, ოპოზიცია ამას არ კადრულობს"

"ოპოზიცია ამას აკეთებს იმიტომ, რომ პირველ რიგში იყენებს ქვეყნის შიდა პოლიტიკური ბრძოლისათვის, ანუ მათი მიზანი ამ შემთხვევაში არის, რომ იქნებ რამენაირად საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება გაუჭირდეს, ან რაიმე შეფერხება მოხდეს, რომ შიდა პოლიტიკური არეულობისათვის და ხელისუფლების საწინააღმდეგო ტალღის ასაგორებლად გამოიყენონ. ეს არის მათი რეალური მიზანი",- განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია მზად არის აკეთოს ისეთი განცხადებები, რომელიც დააზიანებს ქვეყანის ინტერესს.

"ისინი მზად არიან ამ მიზნისათვის სწორედ ასეთი განცხადებები აკეთონ. რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი, როდესაც ქვეყნის შიგნით ოპოზიცია ლაპარაკობს ასეთი ნარატივით. არცერთ ქვეყანაში, ვისაც ეს გზა აქვს გავლილი, ან ახლა გადის, ოპოზიცია ამას არ კადრულობს, რადგან კარგად ესმით, რომ ერთია შიდა პოლიტიკური მიზნები და მეორეა - საერთო სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესები," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დღის გადაცემები