13.12.2024 | 05:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კაია კალასი: "ესტონეთი ვერ დაეხმარება უკრაინელ ლტოლვილებს იმავე დონეზე, როგორც ეს მანამდე ხდებოდა"

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ესტონეთში უკრაინელი ლტოლვილების ახალი ტალღა ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ქვეყანა ახალჩამოსულებს ვერ დაეხმარება იმავე დონეზე, როგორც ადრე, რადგან აღარ არის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები.

"თუ შევხედავთ, როგორ ბომბავს რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკულ ობიექტებს და ცდილობს, უკრაინაში ცხოვრება გაუსაძლისი გახადოს, მაშინ არაა გამორიცხული ლტოლვილების ახალი ტალღა", - განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, ესტონეთს აღარ შეუძლია ლტოლვილებს იმავე დონეზე დაეხმაროს, მაგრამ ესაუბრა ფინეთს: "ჩვენ ვესაუბრეთ ფინეთს და მათ გვითხრეს, რომ მეტი ლტოლვილის მიღება შეუძლიათ".

ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, მიგელ ბერგერმა განაცხადა, რომ ზამთრის დადგომის გამო უახლოეს კვირებში უკრაინელი ლტოლვილების ახალ ტალღას ელის.

დღის გადაცემები