19.04.2024 | 14:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ლევან დავითაშვილი: "საქართველოდან უკრაინაში გენერატორები მიმდინარე წლის ბოლომდე გაიგზავნება"

ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოდან უკრაინაში გენერატორები მიმდინარე წლის ბოლომდე გაიგზავნება.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დავითაშვილმა აღნიშნა, მაღალი ხარისხისა და სხვადასხვა სიმძლავრის გენერატორების შესყიდვის პროცესი დაწყებულია.

"გენერატორებთან დაკავშირებით იცით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილება მიიღო, უკრაინას დავეხმაროთ გენერატორებით. ეს დავალება სახელმწიფო ელექტრო სისტემამ - ჩვენმა სამინისტრომ მიიღო. უფრო სწორად, ჩვენი უკრაინელი კოლეგების მხრიდან მივიღეთ თხოვნა, რომ გენერატორების და ასევე, სხვა მოწყობილობების კუთხით დავხმარებოდით. სამწუხაროდ, ექსტრა გენერატორები მარაგში ნამდვილად არ გვქონდა. შემდეგში, პრემიერ-მინისტრმა მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და მივიღეთ დავალება, ამისთვის რესურსები გამოიყო, შესყიდვის პროცესი დაწყებულია, ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, მეგობრებს დავეხმარებით გენერატორებით. ადეკვატურად საჭიროების შესაფერის, მაღალი ტექნოლოგიის მოწყობილობებს და ძალიან საიმედო გენერატორებს მიღებენ. ამაში ჩართულია ჩვენი ექსპერტული ჯგუფი, პირველი მონაცემები მაქვს, უკვე შესყიდვის პროცედურა მიდის, წლის ბოლომდე, საქართველოდან გაიგზავნება. აქ მნიშვნელოვანია სიმძლავრეები, ისე დავგეგმეთ, რომ სხვადასხვა სიმძლავრეების იყოს, მაქსიმალური მოქნილობა ჰქონდეს, გამოიყენონ, როგორც კორპუსებისთვის, ასევე კორპუსების ბლოკებისთვის და ა.შ. ენერგეტიკული კუთხით კარგად გათვლილი შესყიდვის კონტრაქტია, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება", - განაცხადა დავითაშვილმა.

დღის გადაცემები